მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ, - თბილისში მიმდიმარე უკრაინის მხარდამჭერ აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება.
"შესანიშნავი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს მხარდაჭერა სჭირდებათ! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან", - დაწერა ზელენსკიმ.