პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები აღარ ფიქრობენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობენ. ბაღნიშნულს საქართველოს პირველი პირი "ვარდების რევოლუციის" კიდევ ერთ მიღწევად აფასებს.
"ეს ცვლილებები გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე ლიდერი ან პარტია, რომელიც "ვარდების რევოლუციას" ხელმძღვანელობდა. ეს არის ის, რაც არავის ეკუთვნის და რომლის ჩახშობაც არავის შეუძლია - არც ჩვენ და არც სხვა ვინმეს", - განმარტა სააკაშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, რევოლუციის კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ "დღეს ინსტიტუტები უფრო პოპულარულები ხდებიან, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ფიგურა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის სესიაზე 20-წუთიანი მოხსენებით გამოვიდა.