თეთრმა სახლის განცხადებით, აშშ გეგმავს, შეუერთდეს ევროკავშირს და სანქციები დააწესოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ.
პარასკევს ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ აშშ, "ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გადაწყვეტილების შესაბამისად", სანქციებს დაუწესებს პუტინს, ლავროვს და "რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრებს".
აღსანიშნავია, რომ ჯენ ფსაკის განცხადებით, განსხვავებით ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციებისა, ვაშინგტონის სანქციები სამოგზაურო აკრძალვებსაც მოიცავს.
ფსაკის თქმით, სანქციების შესახებ უფრო კონკრეტული დეტალები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.