დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმეირ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სანქცირებულ პირთა განახლებული სია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ლონდონის სანქციები პუტინისა და ლავროვის გაერთიანებულ სამეფოში არსებული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.