უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო, რომ ევროპული მშვიდობა კავკასიაშიც გაგრძელდეს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მან ევროპარლამენტს მიმართა, რომ უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო ჰიუგოს ხმა მის რეგიონშიც ისმოდეს, იმ ხმის დასაძლევად, რასაც დოგმების ენა და სიძულვილი ჰქვია.
"ჩვენი, როგორც პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, საფუძვლები ჩავუყაროთ მამაც ინიციატივებს, იმისთვის, რომ ეს მოხდეს", - განმარტა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველა პრობლემური კუთხისთვის ევროპარლამენტი წარმოადგენს იმედის სიმბოლოს, გასაოცარ დასტურს იმისას, რომ ყველაზე სასტიკი კონფლიქტიც კი შეიძლება იყოს დაძლეული და მშვიდობა ყველა პოლიტიკურ რისკზე მაღლა დგას.
"ეს ადგილი არ იარსებებდა ნაგრევებს შორის, რომელიც გარშემოტყმული იყო სიკვდილისა და რევანშირს ლეგიტიმური მოთხოვნებით, მამაც ლიდერებს რომ არ აერჩიათ საუკუნების განმავლობაში მიმდინარე ომების დასრულება ჩვენი დროის ამბიციური და მომაჯადოებელი პროექტის წამოაწყებით, რასაც ევროპის გაერთიანება ქვია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის პარლამენტი რომელიც დაყოფილია არა ეროვნების არამდე პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით.
"ეს პარლამენტი ასახავს ხედვას, რომელიც ვიქტორ ჰიუგომ ასეთი მჭერმეტყველებით გამოხატა - "დაგება დღე, როდესაც თქვან ყველა კონტინენტის ერები, თქვენი განსაკუთრებული თვისებებისა და ინდივიადუალურობის შენარჩუნებით გაერთიანდებით ერთ დიდ ზეგაერთიანებაში და წარმოადგენთ ევროპულ საძმოს. დადგება დრო, როდესაც აღარ იქნება სხვა ბრძოლის ველი გარდა ბაზრებისა, რომელიც ვაჭრობას გაუღებს კარს და გონებისა, რომელიც ახალი იდებისთვის იქნება გახნსილი. დაგგება დრო, როდესაც ტყვიებს და ბომბებს თქვენი ხმები შეცვლის, საყოველთაო ხმის მიცემა დიდი სენატის ასარჩევად, რომელიც იქნება ისეთივე, როგორც ინგლისში პარლამენტი, გერმანიში რაიხსტაგი და საკანონმდებლო ასამბლეა საფრანგეთში. ჰიუგოს თანამედროვეების უმეტესობას მიჩნდა, რომ ის მეოცნებე იყო, როდესაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა. ამ სიტყვების გაგონებას ასი წელი და ორი მსოფლიო ომი დასჭირდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.