რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევისკენ მიემთარებიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ტანკები ჩერნობილის ატომური ელქტროსადგურის დახურული ზონიდან დაიძრნენ. თუმცა მათ კიევის სიახლოვეს ივანკოვში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ააფეთქეს ხიდი, რის შედეგადაც რუსული ძალები შეაჩერეს.
„კიევის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსული ტანკები, ივანკოვთან გაიმართა ბრძოლა. უკრაინულმა ძალებმა ააფეთქეს ხიდი, რათა გაეჩერებინათ რუსლი კოლონა“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
რუსმა ოკუპანტება კიევზე სარაკეტო შეტევა გამთენიისას განახორციელეს. ტროეშინის რაიონში ზედიზედ 6 აფეთქება მოხდა. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები.
კიევში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ის დედაქალაქის დარნიცკის რაიონში ჩამოვარდა და 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულის შესახებ.