თბილისში ეუთო-ს მე-6 რეგიონალური მედიაკონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციაზე ჟურნალისტური განათლებისა და პრესის თავისუფლების საკითხებეზე მსჯელობენ.
ორდღიან კონფერენციაზე განხილული იქნება კავკასიაში ჟურნალისტიკის წინაშე მდგარი ამოცენები. მონაწილეები შეიმუშავებენ ერთობლივ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩამოყალიბდება კონფერენციის დეკლარაციაში და გახდება ჟურნალისტური საქმიანობის საფუძველი.
კონფერენციაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი, საერთაშორისო ექსპერტი და საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობს.