შეერთებული შტატები ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს რანგით მეორე დიპლომატს აძევებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატის გაძევების საპასუხო ზომაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონმა რუსული მხარე აღნიშნულის თაობაზე გუშინ გააფრთხილა და დიპლომატს რამდენიმე კვირა მისცა ქვეყნის დასატოვებლად.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს, მოსკოვმა რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის მეთაურის მოადგილე, რანგით მეორე დიპლომატი გააძევა.