გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.
როგორც ქურციკიძემ ადგილობრივი ტელეკომპანია „გურჯაანის" ეთერში განმარტა, არასამთავრობო სექტორს პრაქტიკულად ხმა არ ამოუღია სამართალდამცავების მიერ 14 წლის მოზარდის გიორგი ზერეკიძის დაკავების ფაქტზე.
„ამის შედეგად საკითხი პოლიტიზირებული გახდა და ზერეკიძის დაკავების ფაქტზე ხმაური ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს. არადა, მოზარდის ბედზე არასამთავრობო სექტორს უნდა ეფიქრა. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისინი ბავშვთა უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.