რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე მან მოქალაქეებს საგანგებო ტელემიმართვისას სულ ცოტა ხნის წინ აცნობა.
პუტინის თქმით, „გარემოება გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ქმედებებს საჭიროებს“.
„დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, თუმცა უკრაინელი ხალხის "თვითგამორკვევის" უფლებას უჭერს მხარს. "არავისთვის არაფრის ძალით მოხვევას არ ვაპირებთ", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი ისწრაფვის უკრაინის დემილიტარიზაციისკენ.
მან უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. და სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა.