ლეიბორისტები რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვას აპროტესტებენ.
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოსო შატბერაშვილის თქმით რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა დაუშვებელია, რადგან იგი ხელმიუწვდომელი გახდება მოსახლეობისთვის. შატბერაშვილის თქმით, საავადმყოფოს გასხვისება დასაქმებულ მედ-პერსონალს სამსახურის გარეშე დატოვებს.
"მოვითხოვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს უფასო ანუ "საბიუჯეტო" საავადმყოფოდ გადაკეთებას, რათა ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო მომსახურეობა ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა შატბერაშვლმა