ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.
სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამცირებს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის ერთ-ერთი მხარეც რუსეთია.
"მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ის ასევე ცდილობს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბის შექმნას.
ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები, რაც შეიძლება მკაცრად, მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყონებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან", - აცხადებს სტოლტენბერგი.
ცოტა ხნის წინ, პუტინმა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა.