რუსეთის ჯარები მზად არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია განახორციელონ, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შაბათს, 19 თებერვალს ლიტვაში ვიზიტისას.
ამავდროულად, ლოიდ ოსტინმა იმედი გამოთქვა, რომ კრემლი არ გადალახავს "ომის ხაზს".
ამასთან, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ბალტიის ქვეყნების გვერდით დგას და ეს პუტინმაც კარგად უნდა იცოდეს.
მინდა, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში ყველამ იცოდეს, რომ შეერთებული შტატები დგას თავის მოკავშირეებთან და მინდა ეს იცოდეს პრეზიდენტმა პუტინმა", - განაცხადა ოსტინმა ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ჯო ბაინდენმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.