„ნაცმოძრაობასთან“და მის ტელევიზიებთან დაკავშირებული ერთი კონკრეტული პირი აშკარად ეჭვმიტანილია ძალიან მძიმე ქმედებებში, რაც უკავშირდება „ქოლცენტრებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება.
„ოპოზიციის განცხადებები არის კონრტშეტევის მცდელობა თავის დაცვის მიზნით. თქვენ იცით, რომ როცა გიტევენ, ამ დროს თავდაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შეტევა და ეს ტაქტიკა აირჩიეს, თუმცა მათი ეს ტაქტიკა წარმატებული ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო – ყველაფერი ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის ერთი კონკრეტული პირი „ნაცმოძრაობასთან“ და მის ტელევიზიებთან დაკავშირებული, რომელიც აშკარად ეჭვმიტანილია ძალიან მძიმე ქმედებებში, რაც უკავშირდება „ქოლცენტრებს“. ვის ვგულისხმობ, მისი გვარი „კ“-ზე იწყება. არ მითქვამს, ვინ არის. კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“. პირი, რომლის გვარი „კ“-ზე იწყება, დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.