City Club-ში ლეგენდარული მუსიკოსების ჯიმი მორისონისა და ჯონ ლენონის საღამო "ჯადოსნური ღამე" გაიმართება.
საღამო-კონცერტში ჯგუფები "ნალი", "კომიკ ქონდიშენი", ქეთი ორჯონიკიძე და პანტომიმის თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილებას.
"ჯადოსნური ღამე" საღამოს ჯიმი მორისონის გატაცებიდან გამომდინარე დაერქვა. მუსიკოსი მაგიითა და "ჯადოქრობით" იყო გატაცებული. იმავდროულად, 8 დეკემბერი ჯიმი მორისონის დაბადების დღეა, რომელსაც 67 წელი შეუსრულდებოდა და აღნიშნული თარიღი ჯონ ლენონის გარდაცვალების დღეს ემთხვევა.
საღამო City Club-ში 8 დეკემბერს, 22 საათზე, დაიწყება