12 თებერვლიდან ნორვეგიაში ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდა, რომელიც მანამდე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ქვეყანაში მოქმედებდა, მათ შორის სოციალური დისტანცირების, პირბადის ტარებისა და კარანტინის წესებს.
"კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების უმეტესობისთვის ჯანმრთელობის მთავარ საფრთხეს. ომიკრონის ვარიანტი იწვევს ნაკლებად სერიოზულ დაავადებას და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.
12 თებერვლიდან უკვე გაუქმდა პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანცირების მოთხოვნები. ინფიცირებულ ზრდასრულ ადამიანებს აღარ მოუწევთ სავალდებულო კარანტინი, თუმცა მთავრობა ურჩევს, რომ 4 დღის განმავლობაში სახლში დარჩნენ.
მთავრობამ ასევე შეამსუბუქა მოგზაურობის შეზღუდვები. ამიერიდან, სავალდებულო აღარ იქნება კორონავირუსის ნეგატიური შედეგის ტესტის წარდგენა.
მთავრობის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მოსადლონელია ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა, თუმცა დასძენენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის.