ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსები საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოსახლეობაში პანიკას თესავენ.
როგორც ამის სანდრო კვიტაშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში ვადაგასული `ტამიფლუ'' არის შემოტანილი.
მისი თქმით, ასეთი განცხადებების გაკეთება მიუღებელია და განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან და პოლიტიკოსების დაფიქრებისკენ მოუწოდებს.
`ტყუილების თქმა საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად, დიდი შეცდომაა. მოვუწოდებ ყველა პოლტიკოს, თავისი ამბიციის გამო, ნუ გამოყენებენ ამ თემას პოლიტიუკური ქულებისთვის,'' - განაცხადა კვიტაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი `ტამიფლუს'' არცერთი კაფსულა ვადაგასული არ არის.