რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ უკრაინაში ომი სიგიჟე იქნება და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის გზით აღმოიფხვრება.
აუდიენციაზე მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ილოცა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის.
"მოდით, გავაგრძელოთ ლოცვა და ღმერთს ვთხოვოთ მშვიდობა, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე აღმოიფხვრას სერიოზული დიალოგის გზით და რომ მოლაპარაკებებმა ნორმანდიულ ფორმატში ამ მიზნის მიღწევას შეუწყოს ხელი", - განაცხადა რომის პაპმა.
"და მოდით, არ დავივიწყოთ: ომი ეს სიგიჟეა", - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.