დანიის დედოფალი მარგრეტე II კორონავირუსით დაინფირცდა. იტყობინება სამეფო კარის პრესსამსახური.
სამეფო კარის განცხადებით, მისი უდიდებულესობა თვითიზოლაციაში იმყოფება ამალიენბორგის რეზიდენციაში. დედოფალს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.
მათივე ცნობით, ვირუსით ინფიცირების გამო, დედოფლის ნორვეგიაში დასასვენებლად ვიზიტი გაუქმდა.
მარგრეტე II 81 წლისაა. ის 50 წელია დანიის სამეფოს განაგებს. გასულ თვეში, დანიაში მარგრეტეს ტახტზე ასვლის "ოქროს იუბილე" აღნიშნეს.