ჩვენ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ძალა არ გამოგვიყენებია. ეს თავდაცვა იყო. ეს განცხადება რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
როგორც ცნობილია ლისაბონში გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე მხარეებმა აიღეს ვალდებულება არც ერთმანეთის წინააღმდეგ და არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების შემთხვევაში რუსეთი სამხედრო მოქმედებებში ჩართვისაგან Yთავს შეიკავებს, როგოზინი აცხადებს: "მაშინ ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ ძალა არ გამოგვიყენებია. ყველაფერი ჩვენს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით მოხდა. ეს თავდაცვა იყო. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამშვიდობოთა დაღუპვა ომის დაწყების საბაბია", _ აცხადებს დიმიტრი როგოზინი.