საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ორდღიან სამუშაო ვიზიტს დღეიდან შეუდგება.
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს შეხვდება.
ამასთან, სააკაშვილი დღესვე კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის საზეიმოდ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზეა განთავსებული.
მშენებლობა საქართველოს ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. შენობა უკრაინულმა კომპანიამ საკუთარი ინვესტიციით ააშენა.
ჩატარებული აუდიტის შედეგად, საელჩოს შენობა 10 მლნ. დოლარად შეფასდა.
რაც შეეხება ვიზიტის მეორე დღეს, ხვალ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება იგეგმება.
პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში ხვალვე დაბრუნდება.