პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელეს ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას მანდატების შეწყვეტის თაობაზე. კომიტეტმა ამ ორივე შემთხვევაშიც მხარი დაუჭირა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
გარდა ამისა, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. პარლამენტს ამ განცხადებით კუჭავამ თავად მიმართა.
საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.