დღეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება.
გამოფენა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველ მხატვართა მიერ აკაკის შემოქმედებისა და ცხოვრების ამსახველი ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა დღეს 17.00 სთ-ზე გაიხსნება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.