არ მგონია, საქართველოს პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ - აცხადებს პარტია "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ოპოზიციური პარტიების უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, კიევში ვინმეს წასვლის წინააღმდეგი ვერ იქნება, თუმცა დასძენს, რომ უკრაინაში ჩასვლას, დასვენებას და მერე საქართველოში დაბრუნებას, მხარდაჭერასთან არაფერი აქვს საერთო.
"ვფიქრობ, კიევში წასვლას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას კიევში ჩასვლით გამოხატავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ, დაისვენებენ და საქართველოში ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არ აქვს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დროას, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წარმომადგენლები კიევში ვიზიტით იმყოფოებიან.