პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის მხრდამჭერი რეზოლუციის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
საპარლამენტო ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციას აკრიტიკებს და მასში რუსეთის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას მოითხოვს. ოპოზიციის განცხადებით, რეზოლუციაში რუსეთის საფრთხეების შესახებ ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, მას მხარს არ დაუჭერენ.
ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებს "ევროპელი სოციალისტები" ლიდერი, ფრიდონ ინჯია, რომელიც ეთანხმება რეზოლუციის შინაარსს.
"როდის შეიძლება ჩვენს კოლეგებს ოპოზიციური პარტიებიდან დავუჯეროთ, მაშინ, როდესაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აქციებს ატარებს, პიკეტირებას აწყობს ქვეყანაში - უნდა ქვეყანაში ომი... თქვენ რასაც ითხოვთ, ეს არის ომი... ჩათვალეთ, უკრაინის ტერიტორიაზე ომი, ომია საქართველოში. ასეთმა პოლიტიკამ წინა მთავრობის მიიყვანა ის, რა მდგომარეობაშიც არის ახლა საქართველო. ნუ გავაკეთებთ იმას, რომ მთლიანად იყოს დარღვეული საქართველოს ტერიტორია", - თქვა ინჯიამ.