„ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ეს ყველაფერი გავიარეთ ვუთხარით ჩვენი სათქმელი თუმცა ამის შემდეგ არანაირი დინამიკა არ არსებობს, სად არის გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები არ ვიცით, თუ მას სურს სიტუაციის გამოსწორება თავადაც უნდა გადადგას ნაბიჯები, თორემ ასეთი სალონური საუბრები დარჩება ისტორიას მხოლოდ როგორც სასიამოვნო ან ნეიტრალური ფაქტი“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, ერთის მხრივ ის, რომ ასეთი ღია საუბარია ჟურნალისტებთან ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ, იქვე აღინიშნა, რომ ეს პირველად ხდება მისი პრეზიდენტობის პერიოდში, რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში კარგად არ არის საქმე რაც ეხება ინსტიტუტებს, ეკონომიკას, პოლიტიკურ პოლარიზაციას თუ სხვა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ყოველდღე ამაზე ვსაუბრობთ.
"ამიტომ ჩვენ პრეზიდენტისგან ანალიტიკური განცხადებების მოსმენა კი არ გვაინტერესებს და გვჭირდება, თუმცა სამწუხაროა, რომ კონკრეტიკა და სამოქმედო ნაბიჯები არ არსებობს, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, ეს ყველაფერი გავიარეთ ვუთხარით ჩვენი სათქმელი თუმცა ამის შემდეგ არანაირი დინამიკა არ არსებობს, სად არის გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები არ ვიცით, თუ მას სურს სიტუაციის გამოსწორება თავადაც უნდა გადადგას ნაბიჯები, თორემ ასეთი სალონური საუბრები დარჩება ისტორიას მხოლოდ როგორც სასიამოვნო ან ნეიტრალური ფაქტი.“ - განაცხადა წერეთელმა.