საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.
ოლიმპიადაზე საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.
პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა
ოლიმპიური სოფელი
1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა
2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა
4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა
5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა
6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა
8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა
9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა
რეზერვი: ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.