რუსეთის მიერ მოთხოვნილ "უსაფრთხოების გარანტიების" საპასუხო წერილში, ნატო-მ უარყო მოსკოვს მოთხოვნა, უარი ეთქვა ალიანსში უკრაინის მიღებაზე - განაცხადა ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა
"ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ წავალთ კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი, ცხადია, არის ის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი წინსვლის გზა, მათ შორის უკრაინას.", - თქვა სტოლტენბერგმა.
"ეს არის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემა და, საბოლოო ჯამში, წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 30 მოკავშირის კონსენსუსით უნდა იქნას მიღებული. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები და ეს ჩვეულებრივ აისახება ნატოს პოზიციებზე", - დასძინა სტოლტენბერგმა.
პარალელურად, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და მოსკოვის მოთხოვნა უარყოფილია.
შეგახსენებთ, რომ ნატომ, შეერთებული შტატების პარალელურად, კრემლის მოთხოვნების პასუხად რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საკუთარი წინადადებები გადასცა.
დოკუმენტი მოიცავს აშშ-ს და მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.