საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას მოუწოდებს.
"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება. ამის შემდეგ - სანქციების დაწესება. კიდევ უკეთესი - იარაღის გაგზავნა. მკაფიო ხედვით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტებისგან თავის არიდება მას მხოლოდ ამრავლებ", - წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.