პანდემიით გამოწვეული ორწლიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) დავოსში 22-26 მაისს გაიმართება. იტყობინება WEF-ის პრესსამსახური.
ფორუმის მონაწილეები განიხილავენ პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენას, კლიმატის ცვლილებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიების გამოყენებას.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები საბოლოოდ უნდა შეხვდნენ პირადად", - თქვა WEF-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კლაუს შვაბმა.
"ჩვენ უნდა შევქმნათ ნდობის ატმოსფერო, რომელიც ნამდვილად არის საჭირო ერთობლივი მოქმედებების დასაჩქარებლად და ჩვენს წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის დასაძლევად", - დასძინა მან.
ბოლოს, ტრადიციულ ფორმატში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2020 წლის იანვარში გაიმართა. 2021 წლის ფორუმი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი 2022 წლის ზაფხულამდე გადაიდო.
ტრადიციულად, ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ყოველწლიურად იანვრის თვეში იმართება.