ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა ქვეყნიდან ნატო-ს ძალების გაყვანის თაობაზე, რუსეთის მოთხოვნას უპასუხა.
პეტკოვის განცხადებით, ბულგარეთი თავის თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს თვითონვე გადაწყვეტს, მოკავშირეებთან კოორდინაციით.
"ბულგარეთი არის სუვერენული ქვეყანა, რომელმაც თავისი არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ნატო-ს წევრი გახდა. ჩვენ დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება, მოკავშირეებთან ერთად", - თქვა პეტკოვმა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი უსაფრთხოების გარანტიების წინადადების ფარგლებში, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატო-ს ძალების გაყვანას მოითხოვს.