რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოიცავს ნატოს ჯარების გაყვანას ბულგარეთიდან და რუმინეთიდან, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. აცხადებს სააგენტოს "რიას" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განცხადებით, [უსაფრთხოების გარანტიების შესახებ] შეთანხმებების პროექტში აღნიშნული პუნტი მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული.
"ჩვენ ვსაუბრობთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 1997 წლის კონფიგურაციაში დაბრუნებაზე, რათა მოხდეს სამხედრო ძალების, აღჭურვილობისა და იარაღის გაყვანა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ იყვნენ ნატო-ს წევრები 1997 წლამდე. მათ შორის არის რუმინეთი და ბულგარეთი", - ამბობს სერგეი ლავროვი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.