ქართველმა კონკურსანტმა მარიამ კახელიშვილმა საბავშვო ევროვიზიაზე 109 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი ვლადიმერ არზუმანიანი გახდა. მან სიმღერა - "მამა" შესარულა და 120 ქულა მოაგროვა.
მეორე ადგილზე 119 ქულით რუსები გავიდნენ.
ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ჩატარებულ 2010 წლის საბავშვო ევროვიზიაზე 14 ქვეყანა მონაწილეობდა.