პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია, ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კონომიკურ და სოციალურ სირთულეებს დაემატა ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი, თუმცა დღეს ასეთ კრიზისზე ბუნებრივია საუბარი აღარ არის.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ერთი წელიწადი 30 წლიანი უახლესი ისტორიის განმავლობაში. სხვადასხვა კუთხით პანდემია აქტუალური იყო და არის, ეს ქმნიდა ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს და ამას ემატებოდა ეს ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რაც შეიქმნა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. საბოლოო ჯამში მოხერხდა, რომ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, 19 აპრილის შეთანხმება იქნა ხელმოწერილი და პროცესები წარიმართა იმის საპირისპიროდ, რაც ჰქონდა დაგეგმილი ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს.
აქედან გამომდინარე, მაშინ თუ იყო საუბარი პოლიტიკურ კრიზისზე და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისიც პოლიტიკური კრიზისია, თუმცა დღეს ასეთ კრიზისზე ბუნებრივია საუბარი აღარ არის.
როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არის თავისი არსით ანტისისტემური, რა თქმა ეს არის კრიზისის გამოხატულება ზოგადად, ეს არ არის ვიწრო გაგებით პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ჩვენი დემოკრატიული სისტემის კრიზისული ასპექტი.პოლიტიკური კრიზისი იმ გაგებით, რა გაგებითაც ამაზე იყო საუბარი, როდესაც ოპოზიცია არ იყო შესული პარლამენტში, ამოწურულია, მათ შორის ამოწურულია ყბადაღებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თემაც", - განაცხადა კობახიძემ.