საქართველოს მოქალაქეები მთავრობას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისა მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავენ.
ამ მიზნით, ფილოსოფოს გიგი თევზაძის ინიციატივით, ონლაინ პეტიცია შეიქმნა.
თეა წულუკიანის გადაყენების გარდა, პეტიციაზე ხელმომწერები მოითხოვენ, "საქართველოს კულტურის სისტემის განთავისუფლებას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან გათავისუფლებას".
"საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:
• კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
• საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
• პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
• ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;
ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან", - ნათქვამია პეტიციის ავტორების განცხადებაში.