ლისაბონის სამიტის ფარგლებში, ამ წუთებში, "აისაფის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, რომელიც კოლეგებს სიტყვითაც მიმართავს.
უფრო კონკრეტულად, სააკაშვილის გამოსვლა იმ მისიას შეეხება, რომელსაც საქართველო ავღანეთში ახორციელებს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ათ გამომსვლელ ლიდერს შორისაა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა ისიც, თუ რა სტრატეგიას აირჩევს ნატო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში და რა პროგრამები გაგრძელდება ავღანეთში ალიანსის მხრიდან.