20-24 ნოემბერს "გრატო პასაჯში" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეული ჩატარდება. "რესიდონ ბლუ ივერიაში" კი მოეწყობა შოურუმები და აქსესუარების გამოფენა.
თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხულ-ზაფხული 2011 წლის ჩვენებებში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართველი დიზაინერები: ატელიე 10ა, ლიკა ალადაშვილი, ნინო კაჭარავა, დათუნა სულიკაშვილი, ბიჭოლა, სალონი "მატერია", ნინო აბესაძე, სალონი "ატარე", გვანცა ჯანაშია, მარიკა კენჭაძე, მანანა ანთელიძე, ნინო ჩუბინიშვილი, ანა ჩანგიანი და თამარ ნადირაძე, მერაბ ყუფარაძე, სალომე ამანათიშვილი, გიორგი შაღაშვილი, Nეწცომერს, უტა ბექაია, თამუნა ინგოროყვა.
ასევე, მონაწილეობას მიიღებენ აქსესუარების დიზაინერები, რომელთაც პირველი თბილისის მოდის კვირეულის შემდეგ საკმაოდ გაითქვეს სახელი.
ახალბედა დიზაინერებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის წევერბიც არიან მოდის სფეროს პროფესიონალები. ამ ღონისძიებაში აქტიურად არის ჩართული თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და კერძოდ დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულება.
თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენები, შოურუმები, და მასტერკლასები. მოწვეულები არიან ჟურნალისტები და მოდის სფეროს პროფესიონალები საფრანგეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან.