ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ზურაბიშვილი ეხმიანება რა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელიც მან ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს
ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან.
სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეებმა, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა.