დღეს, 19 ნოემბერს, 18:00 საათზე, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ადამიანის უფლებების შესახებ პირველი ვიდეოპორტალის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრიდან აცნობეს, არტკაფე "ქარავანში" ვიდეოპორტალ წწწ.ჰრიდც.ტვ -ის პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნულის გარდა, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ტელესტუდიის პირველი ნამუშევრის - გიორგი ჯანელიძის ფილმის "ბურღვა ზემოთ და ქვემოთ" _ პრეზენტაციასაც მოაწყობს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED).