ავსტრალიის ხელისუფლებამ 6 იანვარს, ქვეყანაში მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ავსტრალიაში ჩასული ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა სამედიცინო გამონაკლისი [ვაქცინაციაზე უარის შესახებ] უსაფუძვლოდ მიიღო და ახლა ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ.
ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრ გრეგ ჰანტის განცხადებით, სპორტსმენი კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს არ აკმაყოფილებს.
ჩოგბურთელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზციაზე უარს ამბობს, ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად თავისი ტიტულის დაცას ვერ შელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ჯოკოვიჩი ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
"წესი წესია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენ საზღვრებზე", - დაწერა მიკრობლოგ Twitter-ზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.
მისი თქმით, სწორედ შეზღუდვების მკაცრმა პოლიტიკამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ავსტრალიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დაბალია.
თავის მხრივ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯოკოვიჩს სოლიდარობა გამოუცხადა. "საერთაშორისო სამართლის შესაბამისად სერბეთი ნოვაკისთვის, სიმართლისა და სამართლიანობისათვის იბრძოლებს", - დაწერა ვუჩიჩმა Instagram-ზე.
ავსტრალიაში ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში 17-30 იანვარს გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას მხოლოდ შეძლებენ სრულად ვაქცინირებლი, ბოლო 6 თვეში კოვიდგატანილი სპორტსმენები ან ის პირები, რომლებიც წარადგენენ სამედიცინო ცნობას, რომ აცრის გაკეთება უკუჩვენებების გამო არ შეუძლიათ. ჯოკოვიჩი ამბობდა, რომ სწორედ ამ კატეგორიას განეკუთნებოდა, თუმცა ვერ შეძლო დამტკიცება, თუ რატომ არ იყო ვაქცინირებული.