სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მოხსენების თანახმად, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, ბირთვული შეიარაღის მქონე ცხრა სახელმწიფო ერთად 13 080 ბირთვულ იარაღს ფლობს.
ანგარიშს მიხედვით, 2021 წლის მონაცემები 320-ით ჩამორჩება 2020 წლის მონაცემებს, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობის შესახებ. იმ დროისთვის, მსოფლიოში 13 400 ბირთვული იარაღი იყო აღრიცხული.
როგორც სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია მითითებული, რუსეთ და აშშ ფლობენ მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90%-ზე მეტს.
ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.
SIPRI-ს მონაცემებით, მსოფლიოში განლაგებული ბირთვული იარაღის ერთეულების რაოდენობა, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, 3720-დან 3825-მდე გაიზარდა. მათ შორის დაახლოებით 2000 ბირთვული ქობინი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მათგან ყველა აშშ-ს ან რუსეთს ეკუთვნის.
1980-იანი წლების შემდეგ, მსოფლიოში ბირთვული იარაღის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. იმ დროისთვის დაახლოებით 70 000-მდე ბირთვული იარაღი იყო აღრიცხული.
შეერთებული შტატები
2021 წლის მონაცემებით, შეერთებული შტატები 5 550 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 1 800 მოყვანილია მზადყოფნაში ან განლაგებულია ოპერატიული ძალების შემადგენლობაში, დარჩენილი 3 750 ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
რუსეთი
2021 წლის მონაცემებით, რუსეთი 6 255 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 1 625 მოყვანილია მზადყოფნაში ან განლაგებულია ოპერატიული ძალების შემადგენლობაში, დარჩენილი 4 630 ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
დიდი ბრიტანეთი
2021 წლის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი 225 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 120 მოყვანილია მზადყოფნაში ან განლაგებულია ოპერატიული ძალების შემადგენლობაში, დარჩენილი 105 ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
საფრანგეთი
2021 წლის მონაცემებით, საფრანგეთი 290 ბირთვულ ქობინს ფლობს, რომელთაგან 280 მოყვანილია მზადყოფნაში ან განლაგებულია ოპერატიული ძალების შემადგენლობაში, დარჩენილი 10 ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
ჩინეთი
2021 წლის მონაცემებით, ჩინეთი 350 ბირთვულ ქობინს ფლობს. ყველა მათგანი ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
ინდოეთი
2021 წლის მონაცემებით, ინდოეთი 156 ბირთვულ ქობინს ფლობს. ყველა მათგანი ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
პაკისტანი
2021 წლის მონაცემებით, პაკისტანი 165 ბირთვულ ქობინს ფლობს. ყველა მათგანი ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
ისრაელი
2021 წლის მონაცემებით, ისრაელი 90 ბირთვულ ქობინს ფლობს. ყველა მათგანი ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება.
ჩრდილოეთ კორეა
ტოტალიტარული რეჟიმი ბირთვული იარაღის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. SIPRI-ს გამოთვლებით, ჩრდილოეთ კორეა დაახლოებით 40-დან 50-მდე ბირთვულ ქობინს უნდა ფლობდეს. ვინაიდან მონაცემები დაუზუსტებელია, ეს რაოდენობა არ შედის მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის საერთო რაოდენობაში.