აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ოსტინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მდივანი ოსტინის თქმით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, რჩება თვითიზოლაციაში და მიჰყვება ექიმის რეკომენდაციებს.
ლოიდ ოსტინი სრულად ვაქცინირებულია, მას ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზაც აქვს გაკეთებული.
თავდაცვის მდივნის განცხადებით, თვითიზოლაციაში 5 დღის განმავლობაში დარჩება. ამ პერიოდის განმავლობაში განაგრძობს უფლებამოსილების განხორციელებას და ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებსა და კონსულტაციებში.