სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორტვინ ჰენინგს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ სახალხო კრების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გერმანიის ელჩს იმ დაბრკოლებების შესახებ ესაუბრნენ, რომელსაც ხელისუფლება სახალხო კრებას უქმნის.
"კერძოდ, ვესაუბრეთ იმ წინააღმდეგობებზე, რასაც სახალხო კრების ჩატარებისთვის ადგილის გამოყოფის დროს, ან კრების მოსამზადებელი შეხვედრებისას ვაწყდებით. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვბლოკავენ წამყვან ტელევიზიებში, რადგან ხელისუფლებლისგან მითითება აქვთ მიღებული", - განუცხადა ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "დიპლომატებს ძალიან უკვირთ ხელისუფლების ქმედებები, რომელიც "წარმომადგენლობით სახალხო კრებას" ყველა გზას უკეტავს და ქუჩაში გასვლას აიძულებს.
გერმანიის ელჩთან შეხვედრას ნონა გაფრინდაშვილის გარდა ირაკლი ბათიაშვილი და ნინო ბურჯანაძე ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავს ფორმატში სახალხო კრების საინიციატოვო ჯგუფი უკვე შეხვდა ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას.