19-20 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, "გაეროს გლობალური შეთანხმება" საქართველოში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა აწყობენ სემინარს ბიზნესკომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის თავიანთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგის შემუშავებასთან დაკავშირებით.
2009 წლის ივლისის დასაწყისში გამართულ თბილისის ნაციონალურ კონფერენციაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა ამგვარი სემინარის ჩატარების აუცილებლობა. მისი ძირითადი მიზანია შესაძლებლობა მისცეს როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების კომუნიკაციების დარგის 25 სპეციალისტს დაეხმარონ თავიანთ კომპანიებს იმით, რომ სრულყონ სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება აქტიური საქმიანი ურთიერთობების სფეროში, მაქსიმალურად გაზარდონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტურობა კომპანიის რეპუტაციის ამაღლების საქმეში და ეს პასუხისმგებლობა აქციონ კომპანიის საზოგადოებრივი იმიჯის ნაწილად, დაუკავშირებენ რა მას ბრენდებს (სავაჭრო ნიშნებს), პასუხისმგებლობებსა და ანგარიშვალდებულებებს. სემინარი ჩატარდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
სემინარის ორგანიზატორების განცხადებით, სემინარის მიზანია რომ ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტურ განვითარებაში საქართველოში.
სემინარს უხელმძღვანელებს დოქტორი უეინ ვისერი, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციის დარგში საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ექსპერტია. დოქტორი ვისერი მუშაობდა კონსულტანტად მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში; ამ საკითხებზე კითხულობდა ლექციებს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში; მონაწილეობდა საერთაშორისო მასშტაბის სწავლულთა და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების შეკრებებში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი და სტატია კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.