წინასაახალწლოდ, რომპეტროლმა ბორჯომის ავტოგასამართ სადგურზე გასართობი - სადღესასწაულო ღონისძიება დაგეგმა და როგორც ადგილობრივები, ასევე სადგურზე შემომსვლელი ყველა მომხმარებელი გაახარა.
ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის ერთნაირად გასართობი გამოვიდა. რომპეტროლმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ცხელი სასმელებითა და საახალწლო ორცხობილებით უმასპინძლა. პატარებს კი ბამბის ნაყინი და ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვები გადასცა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიურპრიზებისა, პატარებს სახის მოხატვა და საახალწლო ბანერთან ფოტოების გადაღებაც შეეძლოთ.
სადღესასწაულო განწყობას საახალწლო მუსიკა და განათებაც ქმნიდა. ადგილობრივებთან და გამვლელ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ირინა ონაშვილიც ესტუმრა და გასართობ აქტივობებში ჩაერთო.
კომპანიის ავტოგასამართი სადგური ბორჯომში იმით გამოირჩევა, რომ მარკეტსა და ღონისძიებებისთვის დიდ ტერიტორიას მოიცავს. რომპეტროლი სამომავლოდ გეგმავს სხვა ავტოგასამართი სადგურებიც მსგავს სტილში დაგეგმოს და მომხმარებლის ინტერესებზე მეტად მორგებული სივრცე შექმნას.
რომპეტროლი უკვე 16 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს.
"რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართი სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის განლაგებული. მისი მფლობელი KMG International-ი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშეს.