დავით აღმაშენებლის მმართველობის დროს მოჭრილი სპილენძის მონეტის ნახვა დამთვალიერებლებს ეროვნულ მუზეუმში შეეძლებათ. იუწყება მუზეუმის ადმინისტრაცია.
"30 დეკემბერი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის დღეა. მუზეუმის იუბილესთან დაკავშირებით, დღეიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს მეფე დავით IV (1089-1125) აღმაშენებლის სპილენძის მონეტა (მოჭრილია 1118 წელს), რომელიც სულ ახლახანს შეემატა მუზეუმის კოლექციას. მონეტის ერთადერთი ანალოგი ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, დახურული იქნება 1-3 და 7 იანვარს.
სამუშაო დროები: სამშაბათი - კვირა | 10:00-17:30 | თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.