დღეს, 19 ნოემბერს, 12:00 საათზე, "ავერსის" წარმომადგენლები თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონატს~, ხოლო 13:00 საათზე თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევიან და მათთვის საჭირო მედიკამენტებს გადასცემს. 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" საქველმოქმედო კვირეულს აწყობს.
14 ნოემბერს "ავერსს" 15 წელი შეუსრულდა. დღეს კომპანია სააფთიაქო ქსელის 180 ობიექტს აერთიანებს. 2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო ფარმაცევტულმა საწარმო "ავერსი-რაციონალმაც", სადაც 81 დასახელების მედიკამენტების წარმოება ხდება, ხოლო 2007 წლიდან ავერსის კლინიკათა ქსელმა. დღეისთვის 5 "ავერსის კლინიკა" (მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში და თბილისის ცენტრალური კლინიკა) ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, ავერსი 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორისა და მარნეულის კლინიკებში 29 ნოემბრის ჩათვლით მოქალაქეებს 50 %-იანი ფასდაკლებით მოემსახურება.