მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ადამიანურად განადგურებულია და მძიმე სტრესულ ვითარებაშია.
"რაც შეეხება ქალბატონ გოგორიშვილს, მან პრაქტიკულად გუშინ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, სამწუხაროდ. თვითონ არის ადამიანურად განადგურებული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმყოფება მძიმე სტრესულ ვითარებაში თვითონაც.
რა თქმა უნდა, თავისი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, ადამიანმა დაწერა დღეს, რაც დაწერა და მოაწერა ხელი იმას რასაც მოაწერა. ის თვლის, რომ საერთოდ შეუძლებელია აქ მისი ფსიქო-რეაბილიტაცია", - თქვა ნიკა გვარამიამ.