ოსკაროსანი მსახიობი, როკ-ვარსკვლავი, მოდელი, პროდიუსერი, ახალგაზრდების კერპი ჯარედ ლეტო 50 წლის გახდა.
ჯარედ ლეტომ 2014 წელს მიიღო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ფილმში „დალასის შემსყიდველთა კლუბი“.
ლეტო ამერიკული როკ-ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის მთავარი ვოკალისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორია. ჯგუფი ჩამოყალიბდა 1998 წელს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი ჯერედ ლეტოსა და მის ძმას, შენონ ლეტოს მიუძღვით. ბენდმა მსოფლიო მასშტაბით აღიარება მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოშვებისას მოიპოვა.
მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმში "ოცნების რეკვიემი" შესრულებული როლით მოიხვეჭა, რომელიც 2000 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე.
მან შექმნა არაერთ სახასიათო პერსონაჟი ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა "მებრძოლთა კლუბი", "ამერიკელი ფსიქოპატი", "ალექსანდრე", "მისტერ არავინ", "თვითმკვლელთა რაზმი", "27-ე თავი" და სხვა.
ჯარედ ლეტო ახალგაზრდობის წლებში
ჯარედ ლეტო ფილმში "დალასის შემსყიდველთა კლუბი"
ჯარედ ლეტო ფილმში "27-ე თავი"