მარტივად არის საქმე - მიხეილ სააკაშვილს აქვს შეფარდებული სასჯელი, რომელიც საჭიროებს მოხდა. ეს აუცილებელია სამართლიანობისთვის. ხომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე? თუ სამართლიანობა არ იზეიმებს, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, არ იქნება მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი იჯდება ციხეში იმ ვადით, რა ვადაც მას შეეფარდება.
„6 წელი აქვს უკვე შეფარდებული. შეიძლება ეს იყოს უფრო ხანგრძლივი ვადა. სამართალი და კანონი უნდა აღსრულდეს მის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.